|
დასახელება:
სერვისის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
დაირექტ დებიტ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სერვისის სპეციალისტის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები: ტექნიკური ხარვეზების მქონე სწრაფი ჩარიცხვის აპარატისა და მისი დეტალების შეკეთება (დაშალა, აწყობა, გამართვა)
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერულ ტექნიკასთან ან/და ციფრულ ელექტრო-ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია შეხება ჰქონდეს ხელსაწყოებთან (ელექტრო ბურღი, კუთხოვანას საჭრელი, პერფერატორი);
** სასურველია მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
** კარგი ფიზიკური მომზადება;
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.
ხელფასი ხელზე ასაღები: 1600 ლარი
სამუშაო დრო: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
დასვენების დღე: შაბათი ან კვირა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2026 წლის 28 თებერვლამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
|
|
|
|