Робота для біженців з України
ინჟინერ-მშენებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-მშენებელი
მომწოდებელი: მილლენნიუმ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 30 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
შპს "მილლენნიუმ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების მიხედვით)
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოგდან ხმელნიცკის ქ. #14, ისანი.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
** პროექტის დოკუმენტაციის (არქიტექტურული, კონსტრუქციული, სამუშაო ნახაზების, საპროექტო ცვლილებების და ა.შ.) გაანალიზება და გამოყენება;
** სამუშაოების ხარისხის კონტროლი ტექნიკური პირობებისა და საინჟინრო სტანდარტების შესაბამისად;
** ობიექტზე გრაფიკის, ვადებისა და მასალების ხარჯვის მონიტორინგი;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამშენებლო ტერიტორიაზე;
** ობიექტზე მუშაობის კოორდინაცია ხელოსნებთან, მეჯმენტთან;
** ხარჯთაღრიცხვაში მონაწილოება ან კონტროლი - შესრულებული სამუშაოების აქტი (ფორმა №2, №3);
** საჭიროებისამებრ ობიექტზე ანგარიშგებებისა და ყოველდღიური ჟურნალის შევსება;
** კომუნიკაცია არქიტექტორებთან, კონსტრუქტორებთან, ზედამხედველებთან და დამსაქმებელთან
** ხარჯთაღრიცხვების შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით;
** ხარჯთაღრიცხვების კორექტირებაზე მუშაობა;
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) დამუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით;
** ინჟინერ-მშენებლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება სავალდებულოა;
** სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების ცოდნა;
** AutoCAD-ის, MS Project-ის, Excel-ის ან სხვა საინჟინრო პროგრამების ცოდნა (დამატებით უპირატესობა - Revit ან Civil 3D);
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად);
** პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა;
** საინჟინრო და სამშენებლო ეთიკის დაცვა და პროფესიონალური ქცევა სამუშაო ადგილზე;
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა დღის/კვირის სწორად დაგეგმვა;
** შრომისმოყვარეობა;
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები (დროის ეფექტურად დაგეგმვა და მართვა);
** გუნდურობის უნარი.

ჩვენი კომპანი გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სტაბილურ და მიმზიდველ სამუშაო გარემოს;
** უბერდური შემთხვევის დაზღვევას;
** განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტების სამუშაო პირობებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cnkmillennium.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანიამ შეიძლება დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში "მონაცემები") საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის შიგნით თქვენი კანდიდატურის შეფასების მიზნით. მონაცემთა დამუშავება განხორციელდება არა უმეტეს 3 (სამი) თვის განმავლობაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება, როგორც ეს განსაზღვრულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით, მოიცავს მონაცემებზე შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, როგორიცაა შეგროვება, მოძიება, შენახვა და ა.შ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე