|
დასახელება:
გაყიდვების გუნდის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 30 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
კომპანია ეძებს შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების გუნდის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გაყიდვების აგენტების გუნდის შექმნაზე, მართვაზე და გაყიდვების მოცულობის სტაბილურ ზრდაზე.
ძირითადი სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელსაც სურს არა უბრალოდ მართვა, არამედ სისტემის აწყობა და შედეგზე პასუხისმგებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების აგენტების გუნდის ჩამოყალიბება (შერჩევა, პოზიცირება, სტრუქტურირება)
** გაყიდვების გუნდის ყოველდღიური ოპერაციული მართვა და კოორდინაცია
** გაყიდვების სტრატეგიისა და თვიური გეგმების შემუშავება
** გუნდის წევრების მოტივაცია, ტრენინგი და განვითარება
** გაყიდვების გეგმის შესრულების კონტროლი და ხარისხის მართვა
** არსებული კლიენტების მართვა და ახალი კლიენტების აქტიური მოზიდვა
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, პროგნოზირება და ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან
** გაყიდვების ხარჯების კონტროლი დადგენილი ბიუჯეტის ფარგლებში
პასუხისმგებლობის ჩარჩო
მენეჯერი პასუხისმგებელია:
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე
** გუნდის ეფექტიანობაზე
** გაყიდვების ხარისხზე (დებიტორი, დაბრუნებები, ფასდაკლებების დისციპლინა)
** გაყიდვების ბიუჯეტის დაცვაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** გაყიდვების გუნდის შექმნისა და მართვის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად
** ლიდერული უნარები და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
ანაზღაურება და მოტივაცია:
** ფიქსირებული ხელფასი
** პირობითი ფიქსირებული ანაზღაურება (გეგმის მინიმალური შესრულების შემთხვევაში)
** ბონუსი გეგმის შესრულებასა და გადაჭარბებაზე, დადგენილი გაყიდვების ბიუჯეტის ფარგლებში.
საერთო შემოსავალი: 4, 000 - 7, 000 ლარი და მეტი - შედეგებზე დამოკიდებული
რას გთავაზობთ:
** შესაძლებლობას ნულიდან ააწყო და მართო გაყიდვების გუნდი
** რეალურ გავლენას გაყიდვების სტრატეგიაზე და შედეგებზე
** გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემას
** კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას
** სტაბილურ, მაგრამ დინამიკურ სამუშაო გარემოს
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: welovegeorgiallc@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების გუნდის მენეჯერი".
გაცნობებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს «ვი ლავ ჯორჯიას» (ს.ნ: 445502616) მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს «ვი ლავ ჯორჯიას» და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
შპს «ვი ლავ ჯორჯია» დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას!
|
|
|
|