Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697760&print=yes&view=jobs
 
სენსორული ინტეგრაციის ელემენტები და სენსორული სტიმულაცია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სენსორული ინტეგრაციის ელემენტები და სენსორული სტიმულაცია
მომწოდებელი: მაკ სერვისები
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
"მაკ სერვისები" არის "მაკ ჯორჯიას" შვილობილი კომპანია, რომელიც დაარსდა 2018 წელს. დაკომპლექტებულია ფსიქოლოგების, ოკუპაციური თერაპევტების და კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპევტების საერთაშორისო გუნდით, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ახორციელებენ სერვისებს საქართველოს მასშტაბით.

მაკის ოკუპაციური თერაპიის დეპარტამენტის სპეციალისტები ფლობენ საერთაშორისოდ აღიარებულ სენსორული ინტეგრაციის ლიცენზიას. ატარებენ ტრენინგებს ბენეფიციარებისთვის, პროფესიონალებისთვის, მშობლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. უზრუნველყოფენ ბენეფიციართა პროფესიულ შეფასებას, კონსულტაციას/სუპერვიზიას და პირდაპირი/არაპირდაპირი თერაპიის მიწოდებას.

"მაკ ჯორჯიასთან" თანამშრომლობით, "მაკ სერვისები" ეძებს სენსორული ინტეგრაციის თერაპიის სერვისის პროვაიდერ ორგანიზას - "სენსორული ინტეგრაციის ელემენტების და სენსორული სტიმულაციის პროგრამის გასახორციელებლად".

პროგრამის მიზანია სენსორული ინტეგრაციის სერვისის გაძლიერება და იმ სპეციალისტების (მაგალითად: ოკუპაციური თერაპევტი, კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი, ქცევის თერაპევტი) ინფორმირება სენსორული ელემენტების პრაქტიკაში სწორად გამოყენებასთან დაკაშირებით, რომლებიც სენსორული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობენ.

პროგრამის ნაბიჯები

"მაკ სერვისები" აცხადებს ოთხ თვიან პროგრამას, რომელიც გულისხმობს სენსორული ინტეგრაციის თერაპიის სერვისის პროვაიდერი ორგანიზაციის შერჩევას და თერაპიული პროცესის ხარისხის გასაზღრდელად, მათი ოკუპაციური თერაპევტის/ების, ან სენსორული ინტეგრაციის მიმართულებით გადამზადებული პროფესიონალების გაძლიერებას. პროგრამა რამდენიმე ეტაპიანია, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებისთვის ჩატარდება თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი, რომლის მიზანი სენსორული ინტეგრაციის ელემენტების პრაქტიკაში სწორად გამოყენების სწავლებაა.

პროგრამა ასევე მოიცავს მაკის ოკუპაციური თერაპევტების მიერ სენსორული ინტეგრაციის სირთულეების მქონე ბავშვთა შეფასებას (წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა), პირდაპირი და არაპირდაპირი თერაპიის ჩატარებას და შერჩეული ორგანიზაციის კონსულტირებას სენსორული ინტეგრაციის თერაპიის ეფექტურად უზრუნველსაყოფად.

პროგრამის ნაბიჯები:

# დასახელება, აღწერა, ხანგრძლივობა

1. თეორია: 8 მოდულისგან შემდგარი ონლაინ კურსი თემაზე "სენსორული ინტეგრაციის ელემენტები და სენსორული სტიმულაცია", რომელიც განთავსებულია თსუ ს სატრენინგო ონლაინ პლატფორმაზე - 1 საათი
2. თეორია: სენსორული სისტემების და ბაზისური სენსორული აქტივობების განხილვა ზუმის პლატფორმის საშუალებით - 3 საათი
3. პრაქტიკა: პრაქტიკული ტრენინგი სენსორული ინტერაციის ელემენტების ეფექტურად გამოყენებაზე ბავშვთან მუშაობის პროცესში - 6 საათი
4. შეფასება: სენსორული სირთულეების მქონე ბავშვთა შეფასება (შეთანხმებული რაოდენობა) მაკ ჯორჯიას ოკუპაციური თერაპევტების მიერ - 52 საათი
5. პრაქტიკული დემონსტრირება და კონსულტირება: შეფასებულ ბავშვებთან მუშაობა, სენსორული სტრატეგიების პრაქტიკული დემონსტრირება და კონსულტირება სენსორული ელემენტების სწორად გამოყენებასთან დაკავშირებით - 32 საათი
6. ონლაინ სამუშაო შეხვედრები/კონსულტაციები: სამუშაო შეხვედრები შერჩეული ორგანიზაციის სპეციალისტებთან შეფასებულ ბავშვთა საჭიროებებზე, თერაპიაზე, პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე - 10 საათი
7. კონსულტაცია: კონსულტაცია სენსორული ინტეგრაციის სერვისის ეფექტურად დასაგეგმად და სენსორული ოთახის მოწყობასთან დაკავშირებით - 1 საათი

პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები

განმცხადებელი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

** აქვს სენსორული ინტეგრაციის თერაპიის სერვისი, ან იგეგმება მისი დანერგვა უახლოეს მომავალში.
** ყავს ოკუპაციური თერაპევტი, ან სენსორული ინტეგრაციაში გადამზადებული სპეციალისტი (ან გეგმავს სპეციალისტის გადამზადებას), რომელიც პროგრამის ფარგლებში იმუშავებს/ითანამშრომლებს მაკის ოკუპაციურ თერაპევტებთან.
** გამოყოფს სამუშაო სივრცეს (მაგალითად: სენსორული ოთახი) მაკის ოკუპაციური თერაპევტებისთვის და პროექტის მონაწილეებისთვის (შერჩეული ორგანიზაციის სპეციალისტები).
** გამოხატავს მზადყოფნას გაითვალისწინოს მაკის ოკუპაციური თერაპიის დეპარტამენტის განრიგი და შეათანხმოს/მოარგოს საკუთარი აქტივობები.
** პროგრამის დასრულების შემდეგ, იქნება პასუხისმგებელი გააგრძელოს სენსორული ინტეგრაციის სერვისი ხარისხიანად, სტანდარტების მიხედვით და პროცესში გაითვალისწინებს შეთავაზებულ სამუშაო რეკომენდაციებს.

ანაზღაურება

პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფილია ერთობლივად, მაკ ჯორჯიასა და "მაკ სერვისების" მიერ. გამომდინარე იქიდან რომ მაკ ჯორჯიას სერვისები უფასოა, შერჩეული ორგანიზაციის მიერ ასანაზღაურებელი იქნება მხოლოდ "მაკ სერვისების" მიერ შეთავაზებული აქტივობები, რაც შეადგენს 8, 522.00 ლარს (დღგ-ს გარეშე). გადახდა შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად, 50% გათვალისწინებულია წინასწარ, ხოლო დარჩენილი 50% პროექტის დასრულებისას.

განაცხადი

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ სააპლიკაციო წინადადებები მისამართზე mac_info@macgeorgia.org 2026 წლის 27 თებერვალს, 18:00 საათამდე. აპლიკაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:

1. მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

** სენსორული ინტეგრაციის მიმდინარე სერვისის აღწერა და არსებული სენსორული ოთახის სურათი.
** ორგანიზაციაში მომუშავე ოკუპაციური თერაპევტების/სენსორული ინტეგრაციაში გადამზადებული სპეციალისტების რაოდენობა და მათი გამოცდილების მოკლე აღწერა.
** მოკლე ინფორმაცია პროგრამაში მონაწილე სხვა სპეციალისტების შესახებ (მაგალითად ოკუპაციური თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი და ა.შ.) და მათ რაოდენობა.
2. სამოტივაციო წერილი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია