|
დასახელება:
პუნქტის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
თბილისი დრაი პორტი
|
|
გამოქვეყნდა: 29 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის.
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს პუნქტის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სატვირთო და საბაჟო დოკუმენტაციის შემოწმება
** კონტეინერებისა და ტვირთების გაცემის პროცესის მართვა
** პლომბების, ტექნიკური მდგომარეობისა და შესაბამისობის კონტროლი
** მონაცემების შეტანა და დამუშავება შესაბამის პროგრამებში
** ცვლის უფროსთან და დაოპერაციო გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად)
** MS Office პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო, ქინძმარაულის 37.
სამუშაო დრო: კვირაში 40 საათი (12 საათიანი დღის და ღამის ცვლა)
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 28 თებერვალი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|