Робота для біженців з України
სტაჟირება - კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება - კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 05 თებერვალი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრში სტაჟიორის შესარჩევად გამოცხადდეს კონკურსი

გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრში ანაზღაურებად სტაჟირებაზე, 1 (ერთი) ვაკანსიაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტს.

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ;
** თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დებულება;

აპლიკანტი უნდა ფლობდეს:

** სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა, მეტყველება);
** ინგლისურ ენას;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT.

სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):

** პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა
** დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის კულტურა
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
** ტექნიკური უნარ-ჩვევები
** ინიციატივის გამოვლენა
** კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:

** დიპლომისა და დიპლომის დანართის დაკარგვის/დაზიანების, მათში არსებული ხარვეზებისა და სახელის ან/და გვარის შეცვლის გამო ახალი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამზადების მოთხოვნით შემოსული კორესპონდენციების განხილვა;
** დიპლომის დუბლიკატისა და ახალი დიპლომის დასამზადებლად საჭირო დოკუმენტაციის მოძიება და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** სამართლებრივი აქტების (ბრძანებების პროექტის) მომზადება;
** შემოერთებული უსდ-ების კოლეჯებისა და ტექნიკუმების კურსდამთავრებულთათვის დიპლომების დუბლიკატების დასამზადებლად საჭირო დოკუმენტების მოძიება და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან შუამდგომლობის მომზადება;
** კურსდამთვრებულთათვის სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება;
** დიპლომების დუბლიკატებისა და შეცვლილი დიპლომების კურსდამთავრებულთა პირად
საქმეში განთავსების მიზნით არქივისთვის მასალების მომზადება და გადაცემა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულება

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი
საბუთები:

** განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2, 1 "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ");
** CV;
** საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
** უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში);
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ" (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 30 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო
პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. საბუთების
არასრულად გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ
განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).

ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში განისაზღვრება 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. სატაჟირების გავლის პერიოდია 6 (ექვსი) თვე.

აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება 2026 წლის 30 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე