Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697663&print=yes&view=jobs
 
ნებართვების განყოფილების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნებართვების განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 12 თებერვალი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ნებართვების განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სანებართვო პროცესის სრულ ციკლში მონაწილეობა (განაცხადის მიღებიდან საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მომზადებამდე);
** წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორისა და შესაბამისობის შემოწმება კანონმდებლობასთან/შიდა რეგულაციებთან;
** სანებართვო გადაწყვეტილებების, წერილებისა და ოფიციალური პასუხების პროექტების მომზადება;
** მშენებლობასთან, წყალაღებასთან და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სანებართვო საკითხების დამუშავება;
** სახელმწიფო უწყებებთან/მუნიციპალიტეტებთან და კომპანიის შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;
** დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა და რეესტრების განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამართალი/ინჟინერია/მშენებლობა/გეოდეზია/გარემოს დაცვა/მიწათსარგებლობა ან მომიჯნავე);
** სანებართვო/ადმინისტრაციულ/ტექნიკურ სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამშენებლო/ინფრასტრუქტურულ სანებართვო პროცედურების საბაზისო ცოდნა;
** MS Word, Excel, Outlook (სავალდებულო);
** ArcMap (GIS) საბაზისო ან სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ოფიციალური კორესპონდენციის მომზადების უნარი.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) და პირადობის მოწმობის ასლით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 12.02.2026 და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ნებართვების განყოფილების სპეციალისტი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია