Робота для біженців з України
ავეჯის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავეჯის დიზაინერი
მომწოდებელი: ლითენ თრი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
ავეჯის ქართულ საწარმო ლითენ თრიში ვეძებთ გამოცდილ და კრეატიულ დიზაინერს ინდივიდუალური პროექტებისთვის.

აუცილებელია:

** პროგრამების ცოდნა — AutoCAD და 3ds Max; (მსგავსი იგივე შესაძლებლობების მქონე პროგრამა).
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** გამართული ქართული ენა;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** დიზაინის თანამედროვე სტანდარტებში გარკვევა;
** პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება.

სასურველია, თუ ინგლისური და რუსული ენებიც გეცოდინება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** შენი იდეებისა და ინიციატივების მხარდაჭერას;
** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** საინტერესო და კრეატიულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.

რა გევალება:

** მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია;
** დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით პროექტის დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის პროგრამაში;
** წარმოებასთან აქტიური თანამშრომლობა პროექტის შესრულების პროცესში.
** ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, შენი გამოცდილების გათვალისწინებით.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.

თუ თვლი, რომ ჩვენი თანამშრომლობა საინტერესო იქნება, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: info@littentree.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე