|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
აიკო
|
|
გამოქვეყნდა: 29 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"აიკო" - არის ავეჯის მრავალფუნქციური საწარმო, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. საწარმოს ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა ტიპის ავეჯის წარმოებაა. მათ შორის, მდფ-ისა და ლამინატის, მეტალის, ხელოვნური ქვის და მეტალის ავეჯის წარმოება. ასევე კომპანია აწარმოებს მდფ-ის შიდა კარებებს. საწარმო სრულად არის აღჭურვილი საწარმოო დანადგარებით.
კომპანია "აიკო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ერისთავის 1;
** განაკვეთი: სრული;
** სამუშაო საათები: 10:00-18:00;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
** დასვენების დღე კვირა;
** სახელფასო ანაზღაურება: ფიქსირებული 1600-1800 ლარი;
ფუნქცია-მოვალეობები:
** მანქანის ძარაზე საქონლის სწორად დალაგება-განაწილება, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მაქსიმალურ დაცვას დაზიანებისაგან
** ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის და საწვავის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი
** ავტომანქანის მოვლა და სისუფთავის დაცვა
მოთხოვნები:
** მართვის მოწმობის B კატეგორია
** სასურველია შესაბამისი კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.ugrekhelidze@aiko.ge და გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მძღოლი ან დაგვიკავშირდეთ: 579100070.
|
|
|
|