|
დასახელება:
IT სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ავერსი-რაციონალი
|
|
გამოქვეყნდა: 29 იანვარი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
ფარმაცევტული საწარმო შპს "ავერსი რაციონალი", აცხადებს ვაკანსიას
IT სპეციალისტს (ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერს), რომელსაც შეუძლია
** ორგანიზაციაში არსებული კომპიუტერული ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის, ციფრული კამერების, სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობის მონტაჟი, გამართვა, კონფიგურირება.
** ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა.
** თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური და პროგრამული პრობლემების მოგვარებაში.
აუცილებელი კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით. მიიღებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
** კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
** კომპიუტერის ტექნიკური მხარეების ცოდნა.
** ოპერაციული სისტემების ცოდნა.
** პროგრამების ინსტალაციის ცოდნა.
** პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება.
** სწრაფად ათვისების უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ქართული და ინგლისური (სასურველია) ენების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას
** ტრანსპორტით მომსახურებას
სამუშაო პირობები:
** ხუთ დღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათი-პარასკევი
** სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 სთ
** სახელფასო ბიუჯეტი განისაზღვრება კადრის კვალიფიცირების მიხედვით
** სამუშაო ადგილი: მის.: ლილო, დ. კობახიძის 33 ა, ყოფ. ჭირნახულის ქ. # 14
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე
https://aversi.bo.ge/recruit/form/593c3eae06a6ee8675f86908b329872e
დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: www.rational.ge
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|