|
დასახელება:
წარმოების თანამშროელი - დეკორაციის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
BlueTabla
|
|
გამოქვეყნდა: 29 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"ბლუტაბლა" არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.
"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის (დეკორაციის სპეციალისტი) პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1100-1500 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00)
** სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთლის 140
მოთხოვნები:
** სასურველია წარმოებაში ან ხელსაქმის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
მოვალეობები:
** კერამიკული ნაკეთობების გაფორმება (დასტიკერება)
** ხარისხის კონტროლი
** დეკორაციების გამოჭრა
შენიშვნა: პოზიცია არ მოიცავს ხელით მოხატვას ან დიზაინის შექმნას. სამუშაო სრულდება წინასწარ დამტკიცებული ვიზუალების მიხედვით და წარმოადგენს ტექნიკურ/წარმოებით პროცესს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსეთ ფორმა ან გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.ge
გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "წარმოების თანამშრომელი".
|
|
|
|