Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697623&print=yes&view=jobs
 
პროდუქტის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: BlueTabla
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00 კვირაში 5 დღე
სამუშაო ადგილი: წერეთლის გამზირი #140 - ყოფილი მაუდის ქარხანა

ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართულ სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე - https://bluetabla.ge/

სამუშაოს აღწერა:

** პროდუქტის განვითარების პროცესის კოორდინირება;
** პროდუქტის განვითარების უზრუნველყოფა განსაზღვრული ვადებისა და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში;
** ბაზრის კვლევის დაგეგმვა და განხორციელება;
** პროდუქტის თვითღირებულების კალკულაციის მომზადება და კონტროლი;
** დიზაინისა და წარმოების გუნდებთან ეფექტური კოორდინაცია;
** მომწოდებლებისა და მწარმოებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
** პროდუქტის ნიმუშების ტესტირება, ხარისხის კონტროლი და დამტკიცება;
** გაყიდვების და მარკეტინგის გუნდთან კოორდინაცია პროდუქტის გაშვების პროცესში;
** პროდუქტის განვითარების გეგმის შესრულების მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება დიზაინისა და წარმოების მიმართულებით - (ინტერიერის დიზაინი, არქიტექტურა, პროდუქტის დიზაინი)
** საერთაშორისო მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება
** პროექტების მართვის პრაქტიკული გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების კარგად განვითარებული უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემების დამუშავების და ანალიზის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე

ანაზღაურება და პირობები:

** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - career@bluetabla.ge გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "პროდუქტის განვითარების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია