Робота для біженців з України
საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: აგრო ფორსი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
შპს "აგრო ფორსი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2000 ლარიდან 3000 ლარამდე (კვალიფიკაციის და შესრულებული საქმის მიხედვით)
სამუშაო გრაფიკი: სრული

"აგრო ფორსი" არის სასოფლო-სამეურნეო კომპანია, რომელიც ყიდის პესტიციდებს და სასუქებს საქართველოში. ჩვენ გვაქვს ვებგვერდი, ფეისბუქის გვერდი და ონლაინ მაღაზია, სადაც ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს ვთავაზობთ მომხმარებლებს.

კომპანია "აგრო ფორსი" ეძებს მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ საოპერაციო მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების შეუფერხებელ მუშაობასა და ეფექტურ კონტროლს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეკვეთების ორგანიზება: შეკვეთების დროული გამზადების ორგანიზება
** ლოგისტიკის კოორდინაცია: საწყობიდან პროდუქციის კლიენტამდე მიწოდების პროცესის მენეჯმენტი მიწოდების სამსახურის უფროსთან კოორდინაციით;
** გუნდის მონიტორინგი: გაყიდვების მენეჯერების ლოკაციებისა და GPS გადაადგილების კონტროლი ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
** დოკუმენტაციის მართვა: დებიტორული დავალიანებების დროული მონიტორინგი და ანალიზი. შედარების აქტის ხელმოწერები კლიენტებთან; პერიოდულად სრული შედარებები. გადახდის ვადების კონტროლი.
** ფინანსური კონტროლი: კომპანიის დებიტორული დავალიანებების (ვალების) მუდმივი მონიტორინგი და მართვა;
** რეპორტინგი: ყოველკვირეული ანგარიშების (რეპორტების) მომზადება ვალების სტატუსებისა და საოპერაციო საქმიანობის შესახებ;
** საოპერაციო მართვა: კომპანიის შიდა საოპერაციო პროცესების ზედამხედველობა, და ყველა საოპერაციო პროცესის დაგეგმვა/შესრულებაში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ოპერაციების, ლოგისტიკის ან ფინანსური კონტროლის მიმართულებით);
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას დინამიკურ გარემოში;
** მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@borun.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: "საოპერაციო მენეჯერი - აგრო ფორსი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე