|
დასახელება:
შემოსავლების ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Hilton Garden Inn Chavchavadze
|
|
გამოქვეყნდა: 29 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
სასტუმრო "Hilton Garden Inn Chavchavadze", რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს შემოსავლების ბუღალტრის (Income Auditor) პოზიციაზე.
სასტუმროს შემოსავლების ბუღალტრის ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს ყოველდღიური შემოსავლების კონტროლი და ანალიზი
** ყველა შემოსავლის წყაროს (Front Office, F&B, სხვა სერვისები) სიზუსტის გადამოწმება
** PMS და POS სისტემებში მონაცემების კონტროლი
** ყოველდღიური და პერიოდული ფინანსური რეპორტების მომზადება
** შეუსაბამობების გამოვლენა და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია
** შიდა პროცედურებისა და ფინანსური სტანდარტების დაცვა
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სასტუმროში)
** PMS / POS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
18 წელს ზემოთ კანდიდატებმა, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სასტუმრო ბიზნესში - გამოაგზავნეთ CV შემდეგ e-mail-ზე: Tako.lukashvili@hgitbilisi.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
|
|
|
|