Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697576&print=yes&view=jobs
 
Junior Backend დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Junior Backend დეველოპერი
მომწოდებელი: როვიქსი
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
კომპანია "როვიქსი" აცხადებს ვაკანსიას Junior Backend დეველოპერის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი/ოფისი
განაცხადების შევსების ვადა: 01.03.2026

ჩვენ ვართ მზარდი ტექნოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაზე. კომპანიის გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და განვითარებაზე ორიენტირებულ - Junior Backend დეველოპერებს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილებით, რომელსაც სურს პროფესიული ზრდა რეალურ პროექტებზე მუშაობის პროცესში.

ძირითადი მოვალეობები:

** Node.js გარემოში ბექენდ ფუნქციონალის განვითარება და მხარდაჭერა;
** RESTful API-ების შექმნა, განვითარება და ოპტიმიზაცია;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა (CRUD ოპერაციები);
** კოდის წერაში საუკეთესო პრაქტიკების დაცვა;
** გუნდის უფროს დეველოპერებთან და სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
** არსებული სისტემების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** Node.js-ის საბაზისო ცოდნა;
** JavaScript (ES6+) საფუძვლების კარგი გაგება;
** REST API-ის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** მონაცემთა ბაზების საბაზისო ცოდნა (MongoDB ან PostgreSQL/MySQL);
** Git-ის გამოყენების გამოცდილება;
** ალგორითმული აზროვნების საბაზისო უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სასურველი დამატებითი უნარები:

** Express.js ან მსგავსი ფრეიმვორკების ცოდნა;
** JWT/Authentication მექანიზმების საბაზისო გაგება;
** Docker-ის ან cloud სერვისების საწყისი ცოდნა;
** ინგლისური ენის ტექნიკურ დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების და ზრდის შესაძლებლობას;
** რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
** მენტორობას გამოცდილი დეველოპერებისგან;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის შესაბამისად);
** კარიერული წინსვლის პერსპექტივას კომპანიაში.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი: https://cv.rowix.com/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია