Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: Molecular Processing Solutions
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ ინჟინრებისა და ინოვატორების გუნდი, რომელიც ქმნის მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას მოწინავე საინჟინრო გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით. ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება და ეხმარება მომხმარებლებს ეფექტიანობის გაზრდაში, ენერგომოხმარების შემცირებასა და CO₂-ის ემისიების კლებაში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ინდუსტრიას უკეთესობისკენ ვცვლით და საკუთარ წვლილს ვდებთ პლანეტის დაცვაში.

ჩვენ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ლიდერებთან — ჩვენს კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა The Coca-Cola და PepsiCo. ვაწვდით აღჭურვილობას მსოფლიოს მასშტაბით და ვთავაზობთ საინჟინრო მომსახურებას, რომელიც აერთიანებს ტექნიკურ სიზუსტესა და ეკოლოგიურ ეფექტიანობას.

შპს "Molecular Processing Solutions" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გამოცდილება: 3-6 წელი
დასაქმება: სრული განაკვეთი
გრაფიკი: 5/2- 8 საათი

ფიქსირებული ანაზღაურება: 3 000 ლარი + კვარტალური KPI;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქ. №264
(TFZ — Tbilisi Free Zone, MPS-ის ქარხანა).

მოვალეობები:

** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ТМЦ) მიღება რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით და რეგისტრაცია ERP სისტემაში;
** ТМЦ-ის შტრიხკოდირება, საწყობში მისთვის განკუთვნილ ადგილებზე (მისამართობრივი შენახვა) განთავსება და გადაადგილების ასახვა ERP-ში;
** წარმოების შეკვეთების (ЗНП) დაკომპლექტება სპეციფიკაციის მიხედვით Zebra ТСД-ის (მონაცემთა შემგროვებელი ტერმინალი) გამოყენებით;
** წარმოების შეკვეთების ფიზიკური გაცემა და შესაბამისი გადაადგილებების ასახვა ERP სისტემაში;
** მზა პროდუქციის (ГП) შეფუთვა სპეციფიკაციის შესაბამისად;
** ინვენტარიზაციების ჩატარება;
** ლოკალური შესყიდვების განხორციელება: მომწოდებლების მოძიება და შერჩევა, ფასების მოთხოვნა და შედარება, შესყიდვების გაფორმება, მიწოდების ვადების კონტროლი, მიღება და შესაბამისობის შემოწმება;
** შეკვეთასთან შესაბამისობის კონტროლი.

მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის რელევანტური გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
(სასურველია წარმოებაში ან საწარმოო-საწყობო კომპლექსში);
** აღრიცხვის პროგრამების (ERP / 1С) შესანიშნავი ცოდნა საწყობო ოპერაციების ნაწილში: მიღება/გაცემა, გადაადგილება, ჩამოწერა, ინვენტარიზაცია, სასაქონლო დოკუმენტაციის გაფორმება;
** დადასტურებული გამოცდილება ТСД-თან მუშაობაში
(სასურველია Zebra) და შტრიხკოდირებაში;
** მისამართობრივი შენახვის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება და წესრიგის დაცვა შენახვის ადგილებში (უჯრედები/ზონები) — უპირატესობა;
** შეკვეთების/სპეციფიკაციების მიხედვით დაკომპლექტების უნარები (ЗНП), ყურადღება ნომენკლატურისა და რაოდენობის მიმართ;
** ინვენტარიზაციების ჩატარების გამოცდილება, შეუსაბამობების აღმოჩენისა და აღმოფხვრის უნარი;
** ლოკალური შესყიდვების გამოცდილება — უპირატესობა
(მომწოდებლებთან მუშაობა, ფასების მოთხოვნა, ვადების კონტროლი, მიღება);
** ინდივიდუალური და სრული მატერიალური პასუხისმგებლობის აღების მზადყოფნა
(ხელშეკრულების გაფორმებით);
** პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობა, დისციპლინა, შრომისმოყვარეობა, სიზუსტე, ინიციატივიანობა;
** რუსული ენის ცოდნა (არანაკლებ B2 დონისა).

პირობები:

** სტაბილური, ოფიციალური ანაზღაურება:
** ანაზღაურებადი შვებულება — 24 სამუშაო დღე;
** ტრენინგები და სწავლება კომპანიის ხარჯზე;
** კორპორატიული ღონისძიებები — წელიწადში 1-2-ჯერ;
** დაბადების დღის საჩუქარი;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

CV/Resume გამოგზავნეთ მითითებულ ელფოსტაზე: hr.ge@processing-solutions.org
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე