Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697558&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: NewMind Georgia
გამოქვეყნდა: 29 იანვარი / ბოლო ვადა: 01 მარტი
"NewMind Georgia" არის თანამედროვე ნეიროფსიქიატრიული კლინიკა და ქართული-ამერიკული პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე ახლა ყალიბდება და იხსნება.

კლინიკა ეძებს პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ოფისის მენეჯერს, რომელიც გახდება პირველი გუნდის წევრი და უშუალოდ ჩაერთვება კლინიკის სტრუქტურის, საოფისე პროცესებისა და ადმინისტრაციული სისტემების ჩამოყალიბებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის ყოველდღიური საოფისე საქმიანობის ორგანიზება საწყის ეტაპზე
** პაციენტებთან კომუნიკაცია (ზარები, ჩაწერები, ინფორმაციის მიწოდება)
** ვიზიტების გრაფიკის დაგეგმვა და მართვა
** დოკუმენტაციის, მონაცემებისა და შიდა ჩანაწერების სისტემატიზაცია
** კლინიკის პერსონალთან ეფექტიანი კოორდინაცია
** სოციალური ქსელების (Facebook, Instagram) მართვა და კონტენტის განთავსება
** ონლაინ შეტყობინებებზე დროული პასუხის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამედიცინო სფეროში)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა — სავალდებულო
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** სოციალური ქსელების მართვის საბაზისო გამოცდილება
** მაღალი ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ინიციატივა
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Word, Excel, ელფოსტა)
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** პირველი გუნდის წევრად მუშაობას და პროცესების შექმნაში მონაწილეობას
** მონაწილეობას ახალი ქართული-ამერიკული კლინიკის ჩამოყალიბებაში
** პროფესიულ, მშვიდ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
** ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV კომპანიის ელფოსტაზე: newmindgeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია