Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697547&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების და ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების და ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: DDBO
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
სარეკლამო კომპანია "DDBO" ეძებს 17-25 წლამდე ახალგაზრდებს გაყიდვების და ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

სარეკლამო კომპანია "DDBO" - 18 წლიანი გამოცდილების მქონე, მზარდი და ინოვაციური კომპანია სარეკლამო ბაზარზე - აფართოებს გუნდს და ეძებს მოტივირებულ გაყიდვების / ექაუნთ მენეჯერს.

ჩვენ ვქმნით და ვმართავთ ექსკლუზიურ სარეკლამო პროექტებსა YouTube პლატფორმაზე, მათ შორის:
"უბანზე", სერიალები "უსაშველოები", "ჩპს", თრეველ შოუ "წითელი და შავი", "იუთუბ ლიგა" და ა.შ.

რას გთავაზობთ:

** პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულ ტრენინგებს გაყიდვების ტექნიკებზე;
** საინტერესო თამაშებს (მათ შორის"მაფიის ღამე"-ს ახალ მარკეტინგულ, ბიზნეს ვერსიას) და შეჯიბრებებს გაყიდვების გუნდთან ერთად;
** რეალურ შეხვედრებს კომპანიებთან და კლიენტებთან;
** გამოცდილ მენეჯერებთან მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ, ენერგიულ და პროფესიული ზრდისთვის იდეალურ გარემოს;
** სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ულიმიტო სასაუბრო დროით უზრუნველყოფას;
** კარიერული ზრდისა და დაწინაურების რეალურ პერსპექტივას;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:30-18:00 (შაბათ-კვირის გარდა)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 179ა (ყოფილ გერმანიის საელჩოსთან)

ანაზღაურება:

** გეგმიური ბონუსი - 300 ლარი;
** 15% იუთუბ პროექტებიდან;
** 10% სხვა შეკვეთების მოგებიდან;
** საშუალო თვიური ანაზღაურება: 500-2000 ლარი

ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს გუნდზე და გვჯერა, რომ ძლიერი შედეგი ძლიერი ადამიანებით იქმნება.

თუ გინდა, განვითარდე გაყიდვებში, იმუშაო რეალურ პროექტებზე და გახდე დინამიკური გუნდის ნაწილი — DDBO შენ გელოდება.

რეზიუმე გამოგვიგზავნე: predastudio41@gmail.com
ან დაგვიკავშირდი: 579 02 99 66
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია