|
დასახელება:
მარკეტინგის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
C-Team Management Consulting
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია C-Team Management Consulting, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში, ინოვაციური მართვის სისტემების დანერგვასა და ბიზნეს პროცესების ეფექტიან მართვაში პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს მარკეტინგის ხელმძღვანელს.
პარტნიორი კომპანია არის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო პროდუქციის რეალიზატორი საქართველოში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 4, 000 ₾ და კვარტლური ბონუსი
პოზიციის მიზანი:
** ადამიანური რესურსების ეფექტიანი ნაკადის უზრუნველყოფა კომპანიაში კადრების მოზიდვის, შერჩევისა და შენარჩუნების სრულყოფილი პროცესების ჩამოყალიბებითა და მართვით.
** ორგანიზაციული კულტურის გაძლიერება, თანამშრომელთა ჩართულობის, მოტივაციისა და პროფესიული განვითარების სისტემური გაუმჯობესებით.
** კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამის HR პოლიტიკასა და პროცესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, რაც უზრუნველყოფს ეფექტიან, სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
ფუნქციები:
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და რეგულაციების შემუშავება და პერიოდული განახლება;
** კომპანიის შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა — ვაკანსიის ტექსტის მომზადებიდან კანდიდატების შერჩევასა და შესარჩევი ინტერვიუების ჩატარებამდე;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის დაგეგმვა, მათი უზრუნველყოფა საჭირო ინფრასტრუქტურითა და პირველადი ტრენინგებით;
** შრომითი ურთიერთობებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულებები, ბრძანებები, გაფრთხილებები, ცნობები და ა.შ.);
** თანამშრომელთა პირადი საქმის წარმოება, სისტემატიზაცია და განახლება;
** წესრიგისა და დასწრების აღრიცხვასთან დაკავშირებული პროცესების მართვა და შესაბამისი რეესტრების წარმოება;
** შვებულებების მართვა და დოკუმენტირება;
** ყოველთვიური სახელფასო რეესტრების მომზადება და ბუღალტერიასთან კომუნიკაცია;
** ორგანიზაციული სტრუქტურის განახლება საჭიროებისამებრ;
** თანამშრომელთა ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გეგმების მომზადება დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად;
** შიდა კომუნიკაციების მართვა და კორპორატიული კულტურის გაძლიერების ღონისძიებების ორგანიზება;
** ადამიანური რესურსების წლიური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებებით სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.
ძირითადი უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი მიდგომა;
** კონფლიქტების მართვისა და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** ემპათიურობა და გუნდთან თანამშრომლობის მაღალი უნარები;
** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
ძირითადი მოთხოვნები:
** 3+ წლიანი გამოცდილება HR სფეროში;
** HR პოლიტიკების, დოკუმენტაციისა და შრომითი კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კადრების შერჩევის პროცესის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** დოკუმენტებთან მუშაობის მაღალი სტანდარტი და ყურადღება დეტალებისადმი;
** MS Office პაკეტის და HR სისტემების ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@c-team.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მარკეტინგის ხელმძღვანელი.
|
|
|
|