Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697481&print=yes&view=jobs
 
მთავარი მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი მზარეული
მომწოდებელი: Maizen
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
MAIZEN-ი წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მაღაზიის, ბარისა და არტ-პლატფორმის ფუნქციებს. MAIZEN მომხმარებლებს სთავაზობს: ხელნაკეთ, ლიმიტირებულ ნივთებს წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისა და არტისტებისგან. ექსკლუზიურ მატჩას სასმელებსა და კოქტეილებს პირველი მატჩას ბარიდან საქართველოში. განსაკუთრებულ ესთეტიკურ გარემოს, რომელიც ემოციურ და ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის.

ბრენდი გეგმავს არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ კონცეფციის კიდევ უფრო გაღრმავებას და გამოცდილებაზე ორიენტირებული სივრცეების შექმნას.

მთავარ სიახლეებს შორის არის ახალი Matcha Bar-Café-ის გახსნა აბაშიძის ქუჩაზე, განსხვავებული კონცეფციითა და თანამედროვე ფორმატით, რომელიც Matcha-ს კულტურას ქალაქურ ცხოვრებასთან დააკავშირებს. ამასთან ერთად, იგეგმება კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაციის გახსნა, სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმატის მიხედვით.

პოზიცია: მთავარი მზარეული (Head Chef)
ხელფასი: 5 000 ლარი (NET)
მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კულინარიული კონცეფციის, მენიუს სტრატეგიისა და სტანდარტების შემუშავება, განახლება და სეზონური ადაპტაცია;
** სამზარეულოს ოპერაციებისა და გუნდის სრული მართვა;
** ბიუჯეტის, ხარჯთაღრიცხვისა და დანაკარგების კონტროლი ფინანსური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა და ხარისხის ზედამხედველობა;
** კერძების ხარისხის, გემოს, პრეზენტაციისა და ბრენდთან შესაბამისობის მუდმივი კონტროლი;
** ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დანერგვა და მონიტორინგი;
** სამზარეულოს გუნდის პოზიციების მართვა, ტრენინგი, განვითარება და პერიოდული შეფასება;
** სამზარეულოს წლიური და თვიური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა;
** მენიუს დაგეგმვისას ბიუჯეტურ ჩარჩოებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების შექმნა და განხორციელება და მათი ეფექტიანობის მონიტორინგი;
** სასაწყობე მარაგების ეფექტური მართვა;
** ახალი ტექნოლოგიებისა და სამზარეულოს პროცესების ინოვაციური დანერგვა, პროცესების ოპტიმიზაცია;
** სტუმრების კმაყოფილების და ხარისხის მონიტორინგი მაღალი სტანდარტების დაცვით;
** სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Executive Chef ან Head Chef-ის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი პროფესიულ კულინარიაში;
** მენიუს სტრატეგიის, კულინარიული კონცეფციისა და ბრენდირებული სტანდარტების შექმნის უნარი;
** საკვების უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო/ლოკალური სტანდარტების ცოდნა;
** თანამშრომელთა მართვისა და გუნდის განვითარებისა გამოცდილება, მათ შორის ტრენინგებისა ჩატარება;
** ინოვაციური მიდგომა სამზარეულოს პროცესების ოპტიმიზაციისა და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად);
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@maizen.store

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების
სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია