|
დასახელება:
დებიტორული დავალიანების სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს კლინიკები
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს დებიტორული დავალიანების სატელეფონო ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას თბილისში.
სამუშოს ადგილმდებარეობა: საბურთალო, ს. ცინცაძის 24ა;
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 ორშაბათი-პარასკევი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია დავალიანების მქონე პირებთან და არგუმენტირებული მოლაპარაკებების წარმოება;
** მოლაპარაკების წარმოება და დებიტორული დავალიანების ანალიტიკა;
** მომხმარებელთა ინფორმირება დავალიანების მოცულობის, გადახდის ვადებისა და პირობების შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში ჰოსპიტლებთან კომუნიკაცია დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით;
** ინვოისებისა და შესრულებული სამუშაოების შედარება და უზუსტობების გამოვლენა;
** გადახდის გრაფიკების შეთავაზება და შეთანხმების დოკუმენტირება;
** დავალიანების სტატუსის რეგულარული მონიტორინგი და განახლება სისტემაში;
** კლიენტების პრეტენზიებზე პირველადი რეაგირება და კომპეტენციის ფარგლებში მათი მოგვარება;
** რეგულარული რეპორტინგი გაწეული ზარების და მიღწეული შედეგების მიხედვით;
ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (დებიტორული დავალიანების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება იქნება უპირატესი);
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი, 2026
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "დებიტორული დავალიანების სატელეფონო ცენტრის ოპერატორი".
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|