Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: ფინჰაბ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
შპს "ფინჰაბ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00 სთ-18:00 სთ)
ანაზღაურება: ფიქსირებული 500 + ბონუსი (საშუალო ანაზღაურება 1200 ლარი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მათ შორის სტუდენტი);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel).

ძირითადი მოვალეობები:

** წარმომადგენლობა სასამართლოში, გამარტივებულ საქმისწარმოებასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
** კომუნიკაცია სასამართლოსთან/გამარტივებული საქმისწარმოების ქეის მენეჯერთან, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, სააღსრულებო ფურცლის აღების/რეგისტრაციის მიზნით;
** კერძო არბიტრაჟში საქმეების მოკვლევა;
** საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა აღსრულებასთან დაკავშირებული განცხადებების გაგზავნა სააპელაციო სასამართლოში;
** მომხმარებლებისთვის გაფრთხილების წერილების მომზადება და გაგზავნა;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება (საგარანტიო წერილების, ცნობების, განცხადებების, მორიგებების და ა.შ);
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა, პროფილური დავალებების შესრულება.

საჭირო უნარები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ქართულ ენაზე სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
** სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადების უნარი;
** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

გამოაგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: hr@finhub.ge და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ფინჰაბ ჯორჯია"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

https://www.finhub.ge/ka
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე