|
დასახელება:
სუ შეფი
|
| მომწოდებელი:
Maizen
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
MAIZEN-ი წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მაღაზიის, ბარისა და არტ-პლატფორმის ფუნქციებს. MAIZEN მომხმარებლებს სთავაზობს: ხელნაკეთ, ლიმიტირებულ ნივთებს წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისა და არტისტებისგან. ექსკლუზიურ მატჩას სასმელებსა და კოქტეილებს პირველი მატჩას ბარიდან საქართველოში. განსაკუთრებულ ესთეტიკურ გარემოს, რომელიც ემოციურ და ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის.
ბრენდი გეგმავს არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ კონცეფციის კიდევ უფრო გაღრმავებას და გამოცდილებაზე ორიენტირებული სივრცეების შექმნას.
მთავარ სიახლეებს შორის არის ახალი Matcha Bar-Café-ის გახსნა აბაშიძის ქუჩაზე, განსხვავებული კონცეფციითა და თანამედროვე ფორმატით, რომელიც Matcha-ს კულტურას ქალაქურ ცხოვრებასთან დააკავშირებს. ამასთან ერთად, იგეგმება კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაციის გახსნა, სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმატის მიხედვით.
პოზიცია: სუ-შეფი (Sous Chef)
ხელფასი: 3 500 ლარი (NET)
მდებარეობა: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
** მთავარი მზარეულის მხარდაჭერა ყოველდღიური ოპერაციების მართვაში და სამუშაო პროცესების სიზუსტის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ხარისხის სტანდარტების დაცვა: კერძების ხარისხი, გემო, პრეზენტაცია და ტემპერატურა.
** სამზარეულოს თანამშრომლების ზედამხედველობა, მათი ამოცანების დელიგირება და სწორი თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების მხარდაჭერა სამუშაოს სწრაფი და ეფექტური შესრულების მიზნით;
** მონაწილეობა მენიუს დაგეგმვაში, ახალი კერძების შემუშავება და სეზონური ცვლილებების შეთავსება;
** პროდუქტებისა და ინვენტარის შეკვეთა, პროდუქტის ოპტიმალური მართვა და დანახარჯების კონტროლი;
** საერთაშორისო სტანდარტის (HACCP) და სხვა შესაბამისი ჰიგიენური/უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** მჭიდრო თანამშრომლობა მთავარ მზარეულთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება პროფესიონალურ სამზარეულოში, მათ შორის გამოცდილება ხელმძღვანელის/გუნდის მართვაში;
** HACCP-ისა და ჰიგიენის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** კერძების მომზადების ტექნიკების, პროდუქტის სწრაფი დამუშავების და სამზარეულოს აღჭურვილობის მართვის სრულყოფილი ცოდნა;
** პროფესიული კულინარიული განათლება ან შესაბამისი სერტიფიცირებული კულინარიული კურსები;
** ინოვაციური მიდგომა კერძების შემუშავებასა და სამზარეულოს პროცესებში;
** ეფექტური კომუნიკაციის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@maizen.store
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების
სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
|
|
|
|