Робота для біженців з України
HK სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HK სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Maizen
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
MAIZEN-ი წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მაღაზიის, ბარისა და არტ-პლატფორმის ფუნქციებს. MAIZEN მომხმარებლებს სთავაზობს: ხელნაკეთ, ლიმიტირებულ ნივთებს წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისა და არტისტებისგან. ექსკლუზიურ მატჩას სასმელებსა და კოქტეილებს პირველი მატჩას ბარიდან საქართველოში. განსაკუთრებულ ესთეტიკურ გარემოს, რომელიც ემოციურ და ვიზუალურ გამოცდილებას ქმნის.

ბრენდი გეგმავს არა მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ კონცეფციის კიდევ უფრო გაღრმავებას და გამოცდილებაზე ორიენტირებული სივრცეების შექმნას.

მთავარ სიახლეებს შორის არის ახალი Matcha Bar-Café-ის გახსნა აბაშიძის ქუჩაზე, განსხვავებული კონცეფციითა და თანამედროვე ფორმატით, რომელიც Matcha-ს კულტურას ქალაქურ ცხოვრებასთან დააკავშირებს. ამასთან ერთად, იგეგმება კიდევ რამდენიმე ახალი ლოკაციის გახსნა, სხვადასხვა მასშტაბისა და ფორმატის მიხედვით.

პოზიცია: HK სუპერვაიზერი
ხელფასი: 2 000 ლარი (NET)
მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

** მაღალი ხარისხის მომსახურების და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** Supervisor თანამშრომლების მიერ ყოველდღიური დავალების აღრიცხვის ფორმაში მითითებული შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** Supervisorყოველკვირეული და ყოველთვიური დაგეგმილი სამუშაოების შესრულების სიზუსტისა და ხარისხის მონიტორინგი;
** Supervisor სამუშაოსთვის საჭირო ინვენტარისა და ხსნარების სათანადო გამოყენების უზრუნველყოფა;
** Supervisorსაწყობში არსებული მარაგებისა და მათი მიღება-გაცემის კონტროლი;
** მარაგების ყოველთვიური ინვენტარიზაცია;
** სამუშაო გრაფიკების შემუშავება და კონტროლი;
** გუნდის დისციპლინის და მოტივაციის უზრუნველყოფა;
** Supervisor ჰიგიენური სტანდარტების, OSHA/HACCP ადგილობრივი რეგულაციებით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფაა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დასუფთავების დეპარტამენტში, მათ შორის ხელმძღვანელის პოზიციაზე;
** გუნდის მართვის და კოორდინაციის გამოცდილება;
** ჰიგიენური და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდა ჩაითვლება უპირატესად;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები;
** გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@maizen.store

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების
სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე