Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697430&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული სპეციალისტი
მომწოდებელი: მეგალაბი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
კომპანია "მეგალაბი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე.

"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების სრულად დაფარვა.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და მართვა;
** შიდა ორგანიზაციული საკითხების კოორდინაცია და საოპერაციო დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციისა და შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** ოფისთან დაკავშირებული საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეკვეთების დაგეგმვა;
** საოფისე ინვენტარისა და საჭირო მასალების შეკვეთების გაფორმება და დროული მიწოდების კონტროლი;
** მარტივი შესყიდვების განხორციელება ადგილობრივ ბაზარზე;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, ფასების შედარება და შეთავაზებების შერჩევა;
** შიდა ღონისძიებების ლოჯისტიკური ორგანიზება;
** საჭიროებისამებრ, სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ადმინისტრაციულ ან ოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების ცოდნა;

აუცილებელი ცოდნა:

** საოფისე პროგრამების (MS Office / Google Workspace) საბაზისო ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დამოუკიდებლობა/პასუხისმგებლობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** მიზანმიმართულობა;

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პ.ქავთარაძის #23
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია