Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 11 თებერვალი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2
ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ;
სამუშაო ადგილი: თბილისი, მინდელის ქ. #3 ;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და კონსულტაციის გაწევა სახელშეკრულებო, კორპორაციულ, შრომით-სამართლებრივ, კომერციულ, ადმინისტრაციულ და შესაბამისობის საკითხებზე, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით;
** კომპანიის მიერ დასადები ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება, ანალიზი, ვიზირება და განახლება;
** სამართლებრივი დასკვნებისა და წერილობითი პოზიციების მომზადება მოქმედი კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე;
** საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი, ანალიზი და მათი იმპლემენტაციის მხარდაჭერა კომპანიის საქმიანობაში;
** კომპანიის შიდა ორგანიზაციული და კორპორაციული დოკუმენტების (წესდება, გადაწყვეტილებები, ბრძანებები, პროცედურები და სხვ.) შემუშავებაში მონაწილეობა, მათი ანალიზი და განახლება;
** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში კომპეტენციის ფარგლებში, ასევე ურთიერთობა შესაბამის სახელმწიფო რეესტრებსა და ადმინისტრაციულ უწყებებთან;
** კომპანიის უფლებებისა და მონაცემების რეგისტრაციის უზრუნველყოფა შესაბამის რეესტრებში;
** საჭიროების შემთხვევაში, გარე იურიდიულ კონსულტანტებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
** შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოს რეპორტების წარმოება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით);
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება კერძო/ბიზნეს სამართლის სფეროში;
** ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადებისა და ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
** სასურველია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სასურველია);
** ინგლისურ ენაზე (მინიმუმ B2) და რუსულ ენაზე (სასურველია B2) იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "იურისტი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 თებერვალი, 2026 წელი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე