|
დასახელება:
ოფისის თანამშრომელი, გენერალური მდივანი
|
| მომწოდებელი:
ნიუკასი
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
ტურიზმის აკადემია "ნიუკას" - 20 წლიანი გამოცდილების მქონე მრავალპროფილური კომპანია, რომელიც საქმიანობს სტუმარმასპინძლობის სფეროში, წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში და იძლევა კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას 2 პოზიციაზე:
1. ოფისის თანამშრომელი - მოიცავს საბაზისო საოფისე საქმიანობას და ორგანიზაციის ისეთ აქტივობებში მონაწილეობას, როგორებიცაა:
** ფორმალური და არაფორმალური სასწავლო პროგრამების დაგეგმვა/განხორციელება ტურიზმის სფეროში;
** ღონისძიების და პროექტების განხორციელება;
** საბაზო კორესპონდენციის წარმოება
** საბაზო აქტივობა სოციალურ ქსელებში (საინფორმაციო, თემატური აქტივობებისა და სიახლეების გაზიარება)
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** სასურველია სტუმარმასპინძლობის/ტურიზმის სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური (მინ. B2) ენების ცოდნა;
** კორესპონდენციის წარმოება და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და დროის მართვის უნარები;
** კრეატიული აზროვნება.
სამუშაო განაკვეთი: 11:00-19:00; მის. ს. ჯანაშიას ქ. #5; ორშ.-პარ. https://www.facebook.com/NewkazLTD
2. Horeca Hotel Star Georgia-ს გენერალური მდივანი - მოიცავს საოფისე/საველე საქმიანობას სპეციფიკურად სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებისა და ევროპული Hotel Stars Union-ის გავარსკვლავიანების სისტემის საქართველოში იმპლემენტაციის კუთხით (ექსკლუზიური უფლება). საველე საქმიანობა მოიაზრებს პოტენციურ წევრებთან (განთავსების ობიექტები) კომუნიკაციას, ვიზიტებს გავარსკვლავიანებულ სასტუმროებში და ა.შ.
ძირითადი მოთხოვნები:
** მაგისტრი ან ბაკალავრი ბიზნეს ადმინისტრირების, ტურიზმის ან სხვა თემატური მიმართულებით (ევროპული განათლება ჩაითვლება პრიორიტეტად);
** სტუმარმასპინძლობის სფეროში, მართვის საშუალო ან მაღალ რგოლში მუშაობის გამოცდილება (ევროპული/საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართული და ინგლისური (მინ. C1) ენების ცოდნა;
** კორესპონდენციის წარმოება და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და დროის მართვის უნარები;
სამუშაო განაკვეთი: ჰიბრიდული (70% დისტანციური; 30% ოფისში, შესაძლებელია საათების/დღეების შეთანხმება); მის. ს. ჯანაშიას ქ. #5; https://hotelstar.ge/ka/about
რეზიუმეს გამოგზავნის ვადაა 22 თებერვალი.
რეზიუმე აღნიშნულ ვაკანსიაზე გადმოაგზავნეთ მისამართზე: info@horeka.ge
დაკავშირება და გასაუბრებაზე მოწვევა მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|