|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ზახარი
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
25 წლიანი გამოცდილების მქონე სადისტრიბუციო კომპანია შპს "ზახარ", რომელიც ოპერირებს საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამშენებლო სექტორის აქსესუარების გაყიდვების სფეროში აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე, მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე გადასვლის პერსპექტივით.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ნაძალადევის რაიონი, გ.ჭყონდიდელის ქუჩა
სამუშაო განაკვეთი: სრული, 09:00-18:00 (ორშ-პარ)
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
** დებიტორებთან და კრედიტორებთან ურთიერთობა და სააღრიცხვო დოკუმენტებში მათთან დაკავშირებული ოპერაციების გატარება.
** მოთხოვნისამებრ სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება
** მთავარი ბუღალტრის მიერ სხვა საბუღალტრო დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია ბუღალტრად ან მთავარი ბუღალტრის დამხმარედ მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა ინფოში და 1C სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით ექსელის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე info@zakhar.ge და აუცილებლად საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|