Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697346&print=yes&view=jobs
 
დაკრედიტების სამმართველოს მენეჯერის ასისტენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაკრედიტების სამმართველოს მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ხალიკ ბანკი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
ს/ს "ხალიკ ბანკი საქართველო" (ს/ს "ხალიკ ბანკი ყაზახეთი"-ს შვილობილი ბანკი) აცხადებს ვაკანსიას ბათუმის ფილიალში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების სამმართველოს მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე;

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ხალიკ ბანკის ბათუმის ფილიალი
განაკვეთი: სრული

ფუნქციური მოვალეობები:

**  უზრუნველყოს საბანკო პროდუქტებზე პოტენციური კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
**  განახორციელოს შეხვედრები, სატელეფონო კონსულტაციები და წინასწარი მოლაპარაკებები მცირე და საშუალო ბიზნესის პროდუქტებთან დაკავშირებით ბანკის კლიენტებთან;
**  ჩაატაროს პრეზენტაციები საბანკო პროდუქტებზე პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის;
**  უზრუნველყოს ბანკის არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზის მონაცემების დამუშავება და ანალიზი მათი სიზუსტის თვალსაზრისით;
**  განახორციელოს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პროგრამებით კლიენტების მომსახურებასთან დაკავშირებული ღონისძიებები ბანკის შიდა დოკუმენტების შესაბამისად;
**  უზრუნველყოს კლიენტების საკრედიტო დოსიეების შემოწმება და მათი გადაცემა ბანკის საკრედიტო ადმინისტრირების განყოფილებაში, ბანკის შიდა ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილი წესის მიხედვით;
**  განახორციელოს მცირე ბიზნესის დაკრედიტების პროგრამებით შეთანხმების გაფორმების შემდეგ კლიენტების მონიტორინგი, კრედიტის სრულად დაფარვამდე, შემდეგ კი - მოლაპარაკებების წარმართვა არა განმხორციელებელ და არასტაბილურ კლიენტებთან;
** შეადგინოს კლიენტის საკრედიტო დოსიე;
**  მოამზადოს ანგარიშგება კლიენტებთან შესრულებული სამუშაოს შედეგების საფუძველზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);
** გაყიდვების უნარები;
** საბანკო-საფინანსო სექტორში ბიზნეს მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური უწყისების წაკითხვის უნარი;
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** ქართული ენის ცოდნა; რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს ბანკში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hbg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "SME ასისტენტი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10/02/2026 წ.

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ მონაცემებს სს "ხალიკ ბანკი საქართველო" ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ამავე კანონის მე-5 მუხლის "ა", "ი" და "კ" ქვეპუნქტების საფუძველზე.

კანდიდატის მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს გამოცხადებულ ვაკანსიასთან, მათ შორის ფორმალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა.

კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის "ი" ქვეპუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით. ამასთან, კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია განხილული იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით.დაკავშირება.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ თქვენი მონაცემები დამუშავდეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ.

თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებებით და მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით მოითხოვოთ: ინფორმაცია; მონაცემთა გაცნობა და მათი ასლის მიღება; მონაცემთა გასწორება, განახლება, შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; მონაცემთა დაბლოკვა ან ისარგებლოთ სხვა უფლებებით, თუ არ არსებობს ამავე კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძვლები.

თქვენი პოზიცია მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ დროს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@hbg.ge; info@hbg.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე - 032 224 07 07.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია