|
დასახელება:
სუსტი დენების სამონტაჟო ჯგუფების ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
SekkeiPark
|
|
გამოქვეყნდა: 28 იანვარი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
კომპანია "Sekkei Park" აცხადებს ვაკანსიას სუსტი დენების სამონტაჟო ჯგუფების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ვაკანსიის შესახებ:
** ანაზღაურება: 3000 ლარი (2300 ლარი + 30% ბონუსი)
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00, შაბათ-კვირის გარდა
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9
** საკონტაქტო ტელ. ნომერი: 595 116 735
ფუნქცია-მოვალეობები:
** საველე ლიდერობა და ზედამხედველობა.
** სუსტი დენების (CCTV, Fire Alarm, Access Control, Data/Voice, BMS) სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა და უშუალო ზედამხედველობა ობიექტებზე.
** სამონტაჟო ჯგუფების (მემონტაჟეების) სამუშაო განრიგის შედგენა და შესრულების კონტროლი.
** დისციპლინისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა სამუშაო პროცესში.
** ტექნიკური მენტორობა (Playing Coach): რთული ტექნიკური კვანძების მონტაჟისას უშუალო ჩართულობა და გუნდისთვის "მაგალითის მიცემა".
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის ინსპექტირება და ჩაბარება.
** საპროექტო დოკუმენტაციის (ნახაზების) ანალიზი და მონტაჟის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** მასალების ხარჯვის კონტროლი და დროული შეკვეთების ორგანიზება ლოჯისტიკასთან.
** შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული რეპორტინგი მენეჯმენტთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება სუსტი დენების სისტემების მონტაჟსა და ზედამხედველობაში.
** სიღრმისეული ცოდნა შემდეგ სისტემებში: სახანძრო უსაფრთხოება, ვიდეო მეთვალყურეობა, დაშვების კონტროლი, სტრუქტურული საკაბელო სისტემები.
უნარები და თვისებები:
** ნახაზების და სქემების წაკითხვის პროფესიონალური უნარი.
** გუნდის მართვისა და ლიდერის თვისებები.
** პრობლემების ადგილზე გადაჭრის უნარი (Problem Solving).
** ავტომობილის მართვის მოწმობა (B კატეგორია).
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** სამუშაო ავტომობილი ან საწვავის ლიმიტი (საველე გასვლებისთვის).
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება.
** განვითარების შესაძლებლობა მატრიცულ ორგანიზაციულ სტრუქტურაში, სადაც თქვენი გადამწყვეტია კომპანიის წარმატებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|