Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697301&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფარმანეტი
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
ფარმაცევტული კომპანია შპს "ფარმანეტი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

საწყისი ხელფასი: 2500 ლარი (დაუბეგრავი)
მდებარეობა: ქ.თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია;
** ბაზრის ანალიზი და მომწოდებელთა მონაცემების კვლევა შესყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად;
** პროდუქტის შეძენის სრული პროცესის მართვა და მონიტორინგი (შეკვეთები, ტრანსპორტირება, კონტრაქტები, მიღება, ინვენტარიზაცია);
** დოკუმენტაციის დამუშავება და რეგულარული რეპორტინგი;
** მომწოდებლებთან კოორდინაცია ფასების, მიწოდების, ლოჯისტიკის მართვა;
** ახალი მომწოდებლების მოძიება, შეფასება და კონტრაქტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფარმაცევტული ან სამედიცინო უმაღლესი განათლება.
** ინგლისური ენის სრულფასოვნად ცოდნა (მინიმუმ b2 დონემდე) სასურველია რუსულიც.
** სასურველია ჰქონდეს გამოცდილება შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** შესყიდვების პროცესების, კონტრაქტების მართვის უნარი;
** ბაზრის ანალიზის, მომწოდებელთა მონიტორინგის და შესყიდვების დაგეგმვის უნარი;
** ბიუჯეტის მართვის, ფინანსური რეპორტინგის და დანახარჯების კონტროლი;
** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების და გუნდური მუშაობის უნარები;
** კონტრაქტების შეფასება და მომწოდებელთა შესრულების შეფასების უნარი ხარისხის სტანდარტების დაცვით;
** MS Office-ის პროგრამების, ERP ან სხვა შესყიდვების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი და სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@pharmanet.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ფარმანეტის" მიერ;
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია