|
დასახელება:
დეპარტამენტის ადმინისტრაციული მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ელ+
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას დეპარტამენტის ადმინისტრაციული მენეჯერის (დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე) პოზიციაზე.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს და ჩართული იქნება როგორც ადმინისტრაციულ, ასევე საოპერაციო, შესყიდვების და პროექტულ პროცესებში.
დეპარტამენტის მიმართულებებია: ელექტროობა და სუსტი დენები.
ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ-18 სთ-მდე
ფუნქცია-მოვალეობები:
** დეპარტამენტის ადმინისტრაციული პროცესების სრული კოორდინაცია და მოწესრიგება;
** დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხარდაჭერა ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში;
** მიმდინარე პროექტების ადმინისტრაციული კონტროლი და მონიტორინგი;
** პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა და არქივაცია;
** ტენდერებში მონაწილეობა: დოკუმენტაციის მომზადება, გადამოწმება და ვადების კონტროლი;
** შესყიდვების პროცესში ჩართულობა: მომწოდებლებთან კომუნიკაცია, კომერციული წინადადებების შეგროვება და შედარება;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და შიდა პროცედურების დაცვა;
** შიდა და გარე კომუნიკაციის კოორდინაცია (მომწოდებლები, პარტნიორები, სხვა დეპარტამენტები);
** ანგარიშების, ცხრილების და პრეზენტაციების მომზადება;
** ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია (წერილობითი და ზეპირი);
** დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის ყოველდღიური დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან ადმინისტრაციული მიმართულებით);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა - სავალდებულო;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ტენდერებში და შესყიდვების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება - სავალდებულო;
** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ტექნიკურ/სამშენებლო სფეროში);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
დამატებით ჩაითვლება უპირატესობად:
** ელექტროობის ან სუსტი დენების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პროექტულ სამუშაოებში ჩართულობის გამოცდილება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კარიერულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
ანაზღაურება: კონკურენტული (გამოცდილების შესაბამისად)
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სათაური.
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|