|
დასახელება:
პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სთათიკ ლინკ
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
"სთათიქ ლინკში" პროექტების მენეჯერის ვაკანსია გვაქვს!
"სთათიქ ლინკ" დაარსდა 2019 წელს. კომპანია ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე სპეციალიზირებულია საინჟინრო სისტემების პროექტირების, მონტაჟისა და შემდგომი სერვისების მიმართულებით.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: HVAC (გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია); წყალმომარაგება-წყალარინება (Plumbing); სანიაღვრე, ხანძარქრობის, სახანძრო ვენტილაციის სისტემები; ელექტროობა და სუსტი დენები.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/StaticLinkGeorgia/
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 2000 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და გასაუბრების შედეგებზე)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ძმები კარბელაშვილების 1
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00
რა ბენეფიტებს მიიღებთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ნომერი
** საწვავის ბარათი/ტალონი
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული, პოზიტიური სამუშაო გარემო
** სასწავლო და კარიერული განვითარების პროგრამები
რისი გაკეთება მოგიწევთ:
** პროექტის დასრულება შეთანხმებულ დროში და ბიუჯეტში;
** პროექტის ხარისხის და უსაფრთხოების კონტროლი;
** შესასრულებელი საქმის ანალიზი და წერილობითი გეგმა გრაფიკის შედგენა.
** შეხვედრებზე დასწრება და ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთთან;
** პროექტის ბიუჯეტის და განრიგის შედგენა/მონიტორინგი და შესრულების ზედამხედველობა დროის, ხარისხის და ბიუჯეტის აღსრულებადობის კუთხით;
** ყოველთვიური ანგარიშგების (ფორმა 2-ის) მომზადება სამუშაოს პროგრესზე
** გაუწიოს მენეჯერული და ტექნიკური დახმარება პროექტში ჩართული ნებისმიერი პირის;
** დარგში არსებული ტექნიკური სიახლეების, ინოვაციების მუდმივი გაცნობა და საინტერესო მიგნებების პრაქტიკაში დანერგვა.
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** MEP სისტემის საფუძვლიანი ცოდნა
** CRM და პროექტის მენეჯმენტის პროგრამების ცოდნა, როგორიცაა (JIRA, TRELLO, CLICKUP, MONDAY.COM);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MICROSOFT OFFICE, AUTOCAD);
რა პიროვნული თვისებებითა და უნარებით უნდა გამოირჩეოდეთ:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დისციპლინა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ახალი ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი;
** პრობლემების აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
** პროექტის ჩამოყალიბება და მონიტორინგი;
** ინიციატურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
** გასაუბრება.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: t.kandelaki@staticlink.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გაზიარებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
"STATIC LINK" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|