Робота для біженців з України
ფინანსური დაგეგმარების და კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური დაგეგმარების და კონტროლის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ენერგო-პრო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 04 თებერვალი
სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი" აცხადებს კონკურსს ფინანსური დაგეგმარების და კონტროლის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

მოვალეობები და ვალდებულებები:

** ყოველწლიური ბიუჯეტის და ფინანსური მოდელის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, როგორც ჯგუფისთვის ასევე ყველა შვილობილი კომპანიისთვის
** კაპიტალური დანახარჯების და განხორციელებული რემონტების ანგარიშგებების მომზადებისთვის მონაცემების დამუშავება
** ფულადი მოთხოვნების დამუშავება ბიუჯეტირების მოთხოვნებთან შესაბამისად
** საოპერაციო ხარჯების კონტროლი
** ბიუჯეტის ფაქტიურთან გადახრების ანალიზი
** ძირითადი საშუალებების ბაზის მართვა ERP სისტემაში.

მოთხოვნები:

** განათლება - ფინანსები/ეკონომიკის განხრით
** შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება - ჩაითვლება პრიორიტეტად
** ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2026 წლის 4 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე