Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697201&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 02 თებერვალი
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე.

ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო დანარიცხის ჩათვლით). სამუშაო 09:00 სთ-დან 18:00 სთ- მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

** პროფესიული განათლება/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტი;
** სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

** Microsoft Windows Platforms;
** Microsoft Office Applications;
** Microsoft Exchange Server Basics;
** Computer Hardware and Software Basics;
** Peripheral Devices Basics;
** Network Equipment`s Basics;
** კომპიუტერის არქიტექტურა, კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები;
** სისტემებისა და მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნის/აღდგენის მეთოდები და ტექნოლოგიები;
** ოპერაციული სისტემები;
** დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები;
** პერიფერიული მოწყობილობების აგებულება, დანიშნულება, მათთან მუშაობის პრინციპები, თავსებადობა;

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი;
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა;
** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დასაბუთების უნარი;
** ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

** უზრუნველყოს კლიენტური აპარატული მოწყობილობების (კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა) (პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ნეთბუქტები და პლანშეტები) მხარდაჭერა და რემონტი, ქსელური და სატელეფონო საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, რემონტი და მხარდაჭერა, კლიენტური საოპერაციო სისტემების მხარდაჭერა, საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
** უზრუნველყოს კომპიუტერული ქსელისა და სხვა საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია-მონტაჟი.
** უზრუნველყოს უნივერსიტეტის პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა (საბეჭდი, ასლგადამღები და სკანირების მოწყობილობების) და მათი სახარჯი მასალების მიწოდება/ინსტალაცია.
** გაუწიოს ტექნიკური კონსულტაცია უნივერსიტეტის თანამშრომლებს 34 ტელეფონის საშუალებით ან აღმოუჩინოს დახმარება დისტანციურად.
** უზრუნველყოს აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოება.
** შეასრულოს განყოფილების ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებები
** შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
** ჯეროვნად, დროულად, ხარისხიანად, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით შეასრულოს მისთვის მინდობილი სამუშაო.
** დაიცვას უნივერსიტეტის პრესტიჟი და ეთიკის ნორმები.
** არ გაამჟღავნოს დამსაქმებლის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ორგანიზაციაში საქმიანობის შედეგად.
** პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. მ)დაემორჩილოს შრომის შინაგანაწესს და დამსაქმებლის მითითებებს.
** გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს. ო)პირადად და სრულად აგოს პასუხი ნებისმიერი ზიანის და/ან დანაკარგისათვის, რომელიც მიადგება დამსაქმებელს, მისთვის მინდობილი ქონების არამიზნობრივი გამოყენების შედეგად ან დაუდევრობით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** პროფესიული განათლების/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (არსებობის შემთხვევაში).
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,

წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 28 იანვრიდან 2026 წლის 2 თებერვლის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია