|
დასახელება:
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
თერმოინდუსტრია
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
შპს "თერმოინდუსტრია" - გათბობა-გაგრილების, კონდიცირების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
კომპანია 13 წელია, წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
ადგილმდებარეობა: საქართველო, ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 108;
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების დეპარტამენტის მართვა, გუნდის კოორდინაცია და მიზნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება ქვეყნის მასშტაბით;
** რეგიონული გაყიდვების მართვა და კოორდინაცია;
** ძლიერი, რეალური გაყიდვების სქემის შექმნა და მართვა;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და ანგარიშგება;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, გაყიდვების ტენდენციების მონიტორინგი;
** მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** არსებული კლიენტების მართვა და კმაყოფილების დონის კონტროლი;
** გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან მონათესავე სფეროში);
** მნიშვნელოვანია და უპირატესობად ჩაითვლება გათბობა-გაგრილების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება.
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მინიმუმ 3 წელი;
** გაყიდვების გუნდის მართვის, მოტივაციისა და განვითარების გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სავალდებულო;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელია, სხვა ენების ცოდნა სასურველია;
რას გთავაზობთ:
** სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით; (ფიქსირებული შეთანხმებით + ბონუსი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი კვება;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა სტაბილურ კომპანიაში;
როგორ შევიტანო განაცხადი?
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@thermoindustria.com.
Subject ველში მიუთითეთ: გაყიდვების ხელმძღვანელი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 27 თებერვალი
პერსონალური მონაცემების დაცვა
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით."პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com.
შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|