Робота для біженців з України
დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: მდინარე
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
"მდინარე" (http://www.mdinarebrand.com/) არის ქართული გარე ტანსაცმლის ახალი ბრენდი. ჩვენი სახელი ეფუძნება მდინარეს, როგორც სიცოცხლის, მუდმივი მოძრაობის, თავგადასავლისა და კავშირის სიმბოლოს. ბრენდის ინსპირაციაა საქართველოს ბუნება, მისი მდინარეების ხასიათი და ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილებში" მოწოდება, რომ სიცოცხლე მოქმედებაშია და მოძრაობა არის ადამიანის და ქვეყნის სიცოცხლის მიმცემი. ჩვენი ტანსაცმლის სტილი იქნება მინიმალისტური ესთეტიკის, ელეგანტური, ტექნიკურად დახვეწილი და პრემიუმ ხარისხის. თითოეული ჩვენი პროდუქტი საქართველოს მდინარეების სახელებით, ხასიათითა და ისტორიებით იქნება შთაგონებული.

ვაკანსია: დიზაინერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი: პროექტული (3 თვე)

ვეძებთ კრეატიულ და მოტივირებულ დიზაინერს, რომელიც შეძლებს ბრენდის აზრის, სტილისა და ღირებულებების გააზრებულად გადმოცემას.

ძირითადი მოვალეობები:

** ტანსაცმლის პირველი კოლექციების შექმნა (ესკიზებიდან წარმოებამდე) ბრენდის სხვადასხვა ხაზისთვის (მაგალითად: "ალაზანი" — ფლისი, "თერგი" — აქტიური/ტექნიკური, "არაგვი" — წყალგაუმტარი / შელი). ვიზუალთან ერთად, ტექნიკური და ფუნქციურო მხარის გათვალისწინება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით.
** ტექსტილისა ღრმა ცოდნა და გარე ტანსაცმლის ტექსტილების საფუძვლიანად შესწავლის სურვილი.
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Illustrator, Photoshop).
** CLO3D-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ბრენდის ესთეტიკის სწორი აღქმა.
** პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება.
** ბრენდის იდეა და მისიასთან კავშირი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ:

1. რეზიუმე (CV)
2. პორტფოლიო ან ნამუშევრების ბმული.
3. სამოტივაციო წერილი (150-250 სიტყვა)

გთხოვთ, მასალები გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: valerian@mdinarebrand.com. სათაურის ველში მიუთითეთ: დიზაინერი - მდინარე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე