|
დასახელება:
ადმინისტრაციული ერთეულის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯერარსი
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
ცხადდება ვაკანსია კლინიკა "ჯერარსში" იურისტი/პერსონალური მონაცემების დაცვის კოორდინატორი".
მისამართი: ქ. თბილისი, თემქა, მუხიანის ქუჩა №2ა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათ-პარასკევი: 09:00 სთ - 18:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** იურისტად მუშაობის გამოცდილება;
** პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და სამართლებრივი დასკვნების მომზადების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "იურისტი/პერსონალური მონაცემების დაცვის კოორდინატორი".
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|