|
დასახელება:
სარესტორნო მომსახურების გუნდი
|
| მომწოდებელი:
მსოფლიო განათლების აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
"მსოფლიო განათლების აკადემია" აცხადებს მიღებას სარესტორნო მომსახურების მიმართულებით შემდეგ პოზიციებზე:
ვაკანსიები:
** შეფ-მზარეული - 1 ვაკანტური ადგილი
** დუბლ-შეფი (Sous-Chef) - 2 ვაკანტური ადგილი
** მცხობელი - 2 ვაკანტური ადგილი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ფუნქცია-მოვალეობები:
პოზიცია: შეფ-მზარეული
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამზარეულოს სრული მართვა, მენიუს შემუშავება, ხარისხის კონტროლი; მარაგების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინ. 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება), გუნდის მართვის უნარი; HACCP სტანდარტების ცოდნა.)
პოზიცია: დუბლ-შეფი
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეფ-მზარეულის დახმარება, კერძების მომზადების პროცესის ზედამხედველობა, სამუშაო განრიგის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინ. 3 წლიანი გამოცდილება, კულინარიული ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
პოზიცია: მცხობელი
ფუნქცია-მოვალეობები:
** პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მომზადება; ცომთან მუშაობის ტექნოლოგიების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინ. 2 წლიანი გამოცდილება; სხვადასხვა სახის ცომთან მუშაობის ცოდნა; სანიტარული ნორმების მკაცრი დაცვა.
ტრანსფერული უნარები (ყველა პოზიციისთვის):
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
სამუშაო ადგილი: შპს მსოფლიო განათლების აკადემია, ბაღდათი, რუსთაველის ქ. N 24 / ვანი, ჭავჭავაძის ქ. 22
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: info@weaedu.ge (სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიცია).
მიღების ვადა: 2026 წლის 27 თებერვლამდე.
აკადემია დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც გადავლენ მეორე ეტაპზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ ვაკანსიის შერჩევის მიზნებისთვის.
|
|
|
|