Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697150&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Novex Media
გამოქვეყნდა: 28 იანვარი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
გაინტერესებს სოციალური მედია, კონტენტის გავრცელება და ანალიტიკა?

გინდა იმუშაო თანამედროვე, ავტომატიზებულ სისტემასთან და რეალურად ნახო შენი მუშაობის შედეგი?

ჩვენ ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება YouTube და Facebook არხების ყოველდღიურ მართვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** რეგულარული პოსტინგი YouTube-ის რამდენიმე არხზე და ახლო მომავალში Facebook-ის გვერდზე
** Thumbnail-ების შექმნა მოწოდებული ინსტრუმენტებით
** მარტივი, სურათებზე დაფუძნებული ვიდეოების შექმნა მოწოდებული ინსტრუმენტებით
** SEO ტექსტების დაწერა პოსტებისთვის (ტიტული, აღწერა, ტეგები) - მოწოდებული ინსტრუმენტების დახმარებით
** კონკურენტების ანალიზი (კონტენტი, აქტივობა, ტენდენციები)
** პერიოდული რეპორტების მომზადება (მარტივი ანალიტიკა და დასკვნები)

ყველა ეს პროცესი სრულდება ჩვენი ავტომატიზებული CMS სისტემის საშუალებით - რომლის მოხმარებასაც ვასწავლით.

მოთხოვნები:

** სოციალური მედიის ძირითადი პრინციპების ცოდნა (YouTube, Facebook)
** პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ყურადღება და კონტენტის ხარისხზე ზრუნვა
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები
** გამოცდილება სოციალური მედიის მართვაში

სასურველი, მაგრამ არა სავალდებულო:

** SEO-ს საბაზისო ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და კონკურენტების კვლევის ინტერესი
** ინგლისურის საბაზისო ცოდნა

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას აშშ დოლარში
** დისტანციურ სამუშაოს
** მუშაობას მზა, გამარტივებულ სისტემასთან
** რეალურ გამოცდილებას ციფრულ მარკეტინგსა და კონტენტის გავრცელებაში
** განვითარების და ზრდის პერსპექტივას

სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი გრაფიკი 9:30 - 18:30-მდე თბილისის დროით (დისტანციურად)

ანაზღაურება:

** დამოკიდებულია გამოცდილებაზე და შეთანხმებაზე
** გადახდა - თვეში ორჯერ, აშშ დოლარში
** შესაძლებელია ანაზღაურების ზრდა საცდელი ვადის შემდეგ

განაცხადისთვის მოგვაწოდეთ:

** მოკლე ინფორმაცია საკუთარ თავზე
** გამოცდილება სოციალური მედიის მართვაში
** ბმული თქვენს ნამუშევრებზე ან გვერდებზე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო (თუ გაქვთ) შემდეგ ელფოსტაზე: media@novex.media
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია