Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697135&print=yes&view=jobs
 
გეოდეზისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გეოდეზისტი
მომწოდებელი: Award
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
კომპანია "AWARD" ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.

შპს "AWARD" აცხადებს გეოდეზისტის ვაკანსიას, რომელსაც შეუძლია გეოდეზიური სამუშაოების შესრულება რეალურ სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შედეგზე ორიენტირებულად, სისტემურად და მაღალი სიზუსტით. ეს პოზიცია არ არის თეორიული — მთავარი მოთხოვნაა პროცესებზე რეალური გავლენის მოხდენა და სამშენებლო სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა ადგილზე.

პოზიციის დასახელება: გეოდეზისტი
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (10:00 - 19:00)
ხელფასი: 3000-3500 ლარი (ხელზე ასაღები)

ფუნქციები და მოვალეობები:

** ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკონტროლო გაზომვების ჩატარება
** სამშენებლო ობიექტებზე ღერძების გადატანა და ნიშნულების დადგენა
** შესრულებული სამუშაოების გეოდეზიური კონტროლი
** ტოპოგრაფიული ნახაზებისა და სქემების მომზადება
** გაზომვების დამუშავება და ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა
** პროექტანტებთან, ინჟინრებთან და სამშენებლო გუნდთან კოორდინაცია

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება გეოდეზიის ან მონათესავე მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
** გეოდეზიური ხელსაწყოების ცოდნა (Total Station, GPS/GNSS)
** AutoCAD-ის ან ანალოგიური პროგრამების ცოდნა

სასურველია:

** ინფრასტრუქტურულ და მსხვილ სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და დროის ეფექტიანი მართვა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტაცია

ვთავაზობთ:

** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას
** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობას
** პროფესიულ განვითარებასა და ზრდის შესაძლებლობას

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@award.ge

შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 27/02/2026.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია