|
დასახელება:
IT პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანი:
IT პროექტების მენეჯერი პასუხისმგებელია IT პროექტების დაგეგმვაზე, განხორციელებასა და კონტროლზე. პოზიცია მოიცავს ტექნიკური გუნდების, დაინტერესებული მხარეებისა და ვენდორების კოორდინაციას, პროექტის ვადების, რესურსებისა და ხარისხის მართვას.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და მონიტორინგი;
** დაგეგმილი სამუშაოების შეთანხმებულ ვადაში დასრულების მონიტორინგი;
** დამკვეთებთან და პროექტში ჩართულ სხვა მხარეებთან მჭიდრო კომუნიკაცია;
** პროექტის მიმდინარეობისას შუალედური და საბოლოო ვადების დაცვა;
** IT სამუშაო გუნდსა და დავალების ინიციატორს შორის კოორდინაციის გაწევა;
** Scrum/Kanban მეთოდოლოგიით გუნდების მუშაობის ორგანიზება;
** კვირეული, თვიური და კვარტალური შეფასებებისა და რეპორტების მომზადება;
** მიმდინარე პროექტების სტატუს-რეპორტების წარმოება;
** გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება და პროცესების გაუმჯობესება;
** გუნდის წევრებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შორის სწორი და დროული კომუნიკაცია;
** რეალურ გარემოში დანერგილი მოდულების/ფუნქციონალების მონიტორინგი (ბაგები, ინციდენტები, პრობლემების ანალიზი);
** დაფიქსირებული ინციდენტებისა და პრობლემების მართვა;
** პროექტთან დაკავშირებული ცვლილებების მენეჯმენტი;
** საჭიროების შემთხვევაში ვენდორებთან კომუნიკაცია (ვადები, რესურსები, მაილსთოუნები).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროექტის მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიის ცოდნა;
** Agile (Scrum და Kanban) მეთოდოლოგიებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სასურველია Jira და Confluence-ში სამუშაო გამოცდილება;
** MS Office-ის პროდუქტებით მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.
სამუშაო გამოცდილება:
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT პროექტების მართვის მიმართულებით;
** გამოცდილება IT პროექტების სრული ციკლის დაგეგმვაში, განხორციელებასა და კონტროლში;
** სასურველია გამოცდილება საბანკო ან ფინანსურ სექტორში.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ძლიერი კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინიციატივების გამოჩენა სიახლეების დანერგვის კუთხით.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/SfOmtfme
|
|
|
|