Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697111&print=yes&view=jobs
 
ტენდერი მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვაზე
მომწოდებელი: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 04 თებერვალი
"გაეროს გლობალური შეთანხმება" (UN Global Compact) არის გაერთიანებული ერების ინიციატივა, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ის დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ორგანიზაციაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 25 000 ათასამდე ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ქსელს 150-ზე მეტი წევრი ჰყავს.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს ტენდერს მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვის შესახებ და იწვევს დაინტერესებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს მონაწილეობის მისაღებად.

სამუშაო აღწერილობა:

** მომსახურების სფერო: წერილობითი თარგმანი;
** წერილობითი თარგმანის ენა: ქართულიდან-ინგლისური, ინგლისურიდან-ქართული;
** თემატური მიმართულებები: კორპორაციული მდგრადობა, ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა, ცირკულარული ეკონომიკა, მდგრადი დაფინანსება, ხელოვნური ინტელექტი, კორუფციასთან ბრძოლა, ბიზნესი, სამართალი;
** თარგმანის შესრულების ვადა: კონკრეტული სათარგმნი მასალის თარგმანის შესრულების ვადა განისაზღვრება დამკვეთის მიერ, თარჯიმანთან შეთანხმებით;
** მომსახურების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
** ანგარიშსწორება: შესაბამისი სამუშაოს სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** თემატური მიმართულებების შესაბამისი დოკუმენტების თარგმნის გამოცდილება (მინიმუმ 5 თემატური მიმართულება);
** სასურველია მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** სასურველია დოკუმენტების სპეციფიურ პროგრამებში თარგმნის გამოცდილება (Word, PDF, Excel, PowerPoint).

სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** თარჯიმნის რეზიუმე (იურიდიული პირის შემთხვევაში, დამატებით კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი);
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები/სერტიფიკატები და ა.შ;
** ერთი დღის განმავლობაში სამუშაოს შესრულების მაქსიმალური რაოდენობა;
** მომსახურების ღირებულება 1 გვერდი/2000 სიმბოლო გამოტოვების გარეშე დაანგარიშებით;
** ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში შესაბამისი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

შენიშვნა: აუცილებელია, რომ მომსახურების ღირებულება შემოთავაზებული იყოს ეროვნულ ვალუტაში. ფიზიკური პირის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს ხელზე ასაღები თანხა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, განფასება დამატებითი ღირებულების გადასახადის გარეშე.

ტენდერი მოიცავს ორ ეტაპს:

** პირველი ეტაპი - შემოსული განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი - შერჩეულ კანდიდატებს მოეთხოვებათ მცირე მოცულობის დოკუმენტის თარგმნა შესრულებული თარგმანის ხარისხის შეფასების მიზნით.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 4 თებერვლის 16:00 საათისა.

სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: procurement@unglobalcompact.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ტენდერის დასახელება: ტენდერი მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვა.

ორგანიზაციის მიერ განიხილება მხოლოდ იმ კანდიდატების მიერ წარმოდგენილი შეთავაზებები, რომელთაც სრულყოფილად ექნებათ მოწოდებული სატენდერო განაცხადში მითითებული ინფორმაცია.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული მომსახურების გაწევაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ორგანიზაციამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე, ფინანსური შეთავაზება) კანდიდატის მიერ სამუშაოს შესრულებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ორგანიზაციაში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით.

ორგანიზაცია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია