Робота для біженців з України
ტენდერი გრაფიკული დიზაინერის მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი გრაფიკული დიზაინერის მომსახურებაზე
მომწოდებელი: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 04 თებერვალი
თანდართული ფაილი: 697109_27_01_8641917.zip
"გაეროს გლობალური შეთანხმება" (UN Global Compact) არის გაერთიანებული ერების ინიციატივა, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ის დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ორგანიზაციაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 25 000 ათასამდე ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ქსელს 150-ზე მეტი წევრი ჰყავს.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს.

ორგანიზაცია მოქმედი პროექტების ფარგლებში ითანამშრომლებს გრაფიკულ დიზაინერ(ებ)თან, რომელთაც უნდა უზრუნველყონ სხვადასხვა თემატური დოკუმენტების დიზაინის მომზადება.

თემატური დოკუმენტების სრული აღწერილობა იხილეთ დანართის #1 სახით.

სამუშაო აღწერილობა:

** მოთხოვნილი დოკუმენტების ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
** პოლიგრაფიული მასალებისთვის საბეჭდი ფაილების მომზადება;
** გრაფიკული ილუსტრაციების შექმნა;
** ფოტოების დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** შესაბამისი სამუშაო პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign, Corel Draw;
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია, რომ დიზაინერს ჰქონდეს მსგავსი ტიპის მასალებზე მუშაობის გამოცდილება, ჩამოთვლილი თემატიკიდან მინიმუმ სამ თემაზე მუშაობის გამოცდილება (მდგრადი განვითარება; კორპორაციული პასუხისმგებლობა; ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა, ცირკულარული ეკონომიკა, მდგრადი დაფინანსება, ევროპასთან ინტეგრაცია);
** აუცილებელია, რომ დიზაინერს ჰქონდეს პუბლიკაციებზე (მათ შორის ჟურნალზე) მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია, რომ დიზაინერს ჰქონდეს საბეჭდი მასალის დაკაბადონების გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

** შემოქმედებითი ხედვა;
** კრეატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე - CV;
** შესრულებული ნამუშევრების პორტფოლიო;
** განფასება - დანართი #1. სრულყოფილად შევსებული ფორმა ეროვნულ ვალუტაში, თითოეული ველის შესაბამისად.

ფიზიკური პირების შემთხვევაში მიუთითეთ ხელზე ასაღები თანხა, ხოლო იურიდიული პირების/ინდ.მეწარმის შემთხვევაში მომსახურების ღირებულება დღგ-ს გარეშე.

* ორგანიზაცია ითანამშრომლებს რამდენიმე კანდიდატთან, თემატური მასალის შესაბამისად, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 4 თებერვლის 16:00 საათისა, შემდეგ მისამართზე: procurement@unglobalcompact.ge

ორგანიზაცია განიხილავს მხოლოდ იმ კანდიდატების შეთავაზებებს, რომელთაც სრულყოფილად ექნებათ მოწოდებული მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

სათაურის ველში მიუთითეთ: "გრაფიკული დიზაინერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული მომსახურების გაწევაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ორგანიზაციამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე, ფინანსური შეთავაზება, დანართი #1) კანდიდატის მიერ სამუშაოს შესრულებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ორგანიზაციაში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით.

ორგანიზაცია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე