|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ტრაპეზა ჰორეკა
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
TRAPEZA HORECA LLC საერთაშორისო კომპანიის ფილიალი SIMONELLI & VICTORIA ARDUINO -ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, პოზიციაზე: საწყობის მენეჯერი.
აუცილებელი მოთხოვნები:
** საწყობში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია საკუთარი ავტომანქანა, რომელსაც ვიქირავებთ იჯარით
** გამოცდილება აუცილებელია, გამოცდილება 2 წლიდან
მოვალეობები:
** მოახდინოს შეკვეთების დროული შეგროვება;
** პროდუქციის ჩამოტვირთვა და დასაწყობება;
** გაუფრთხილდეს საწყობში არსებულ პროდუქციას;
** შეასრულოს ხელმძღვანელის მითითებები.
სამუშაოს გრაფიკი და ანაზღაურება:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (არასრული სამუშაო დღე, დამოკიდებულია შეკვეთებზე)
** ანაზღაურება - ფიქსირებული 1000 ლარი + 500 ლარი (მანქანის იჯარა)
** პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, არჩილ ცაგარელის #72 (საბურთალო)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას და გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: trapeza@trapeza.ge
შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია - "საწყობის მენეჯერი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|