"სენომი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სტოკერი (მასიმო დუტი-ბათუმი) ბათუმში.
"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
"Cenomi Retail" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც არის წარმოდგენილი "Cenomi Retail Georgia"-ს არაერთი მაღაზია.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის და ტრანსფერის მიღება პროგრამულად, გახსნა და დახარისხება ბრენდის სტანდარტის მიხედვით;
** პროექციის მომზადება დარბაზში გასატანად, რომელიც გულისხმობს ფასების დაკვრას, ალარმის გაკეთებას და სისტემურად დარბაზზე გადაწერას;
** 25-ის მუდმივი კონტროლი და მომზადება;
** დარბაზში და საწყობში პროდუქციის სათანადო განლაგების შენარჩუნება და მენეჯერის საქმის კურსში ჩაყენება პროდუქციის/ასორტიმენტის ნაკლებობის შემთხვევაში;
** კოლექციის მიღება (მანქანის მოსვლის შემდგომ ყუთების ატანა სტოკში, სწორად განთავსება სექციის მიხედვით- ქალი /კაცი);
** კომპანიის სტანდარტების, პოლიტიკის და პროცედურების შესაბამისად პერსონალური ჰიგიენის შენარჩუნება და სათანადო უნიფორმის ტარება.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კორპორატიულ დაზღვევას (ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში);
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (450 ლარი).
გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამუშაო ლოკაცია და სამუშაო განაკვეთი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/WvUGd1Ze
|