Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=697039&print=yes&view=jobs
 
წარმოების ტექნოლოგიების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ტექნოლოგიების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 27 იანვარი / ბოლო ვადა: 27 თებერვალი
LTB LLC — ავეჯის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, 21-წლიანი გამოცდილებით, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესში ეძებს წარმოების ტექნოლოგიების განვითარების მენეჯერს.

კომპანია განვითარების მომდევნო ეტაპზე მიზნად ისახავს წარმოების სისტემების გაძლიერებასა და ტექნოლოგიური პროცესების დახვეწას, რაც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნილი პროექტების შესრულებას, ასევე ექსპორტზე ორიენტირებული მიმართულებების განვითარებას.

როლი გულისხმობს ტექნოლოგიური ხედვის ჩამოყალიბებას, ინოვაციების დანერგვას და წარმოების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის თანაავტორობას, ადგილობრივი წარმოებისა და პარტნიორების გაძლიერების პარალელურად.

რას ველით კანდიდატისგან:

** ავეჯის წარმოების სიღრმისეულ ცოდნას და მასალების დამუშავების ტექნოლოგიებში თავისუფლად ორიენტირებას
** ავეჯის მწარმოებლებისთვის არსებული სერვისების დახვეწისა და ახალი საწარმოო სერვისების განვითარების ინტერესს
** კონსტრუირების პროგრამასთან მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას
** ციფრული და არაციფრული ჩარხების შესაძლებლობების გააზრებულ გამოყენებას
** ავეჯის დეტალების ტექნოლოგიურად სწორად მომზადების უნარს
** სისტემურ აზროვნებას, მუდმივი განვითარების სურვილს და საქმისადმი ნამდვილ ინტერესს

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საწარმოო გარემოს
** გრძელვადიან პარტნიორულ თანამშრომლობას და ჩართულობას კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში
** საერთაშორისო ტენდენციების გაცნობას და გამოცდილების გაზიარებას უცხოელ პროფესიონალებთან
** პროფესიონალურ გუნდს, მშვიდ და თავისუფალ სამუშაო გარემოში, სადაც იდეებს რეალური მნიშვნელობა აქვს;

გაგვიზიარეთ თქვენი რეზუმე: vacancy@ltb.ge
და subject ველში არ დაგავიწყდეთ ვაკანსიის დასახელების მითითება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია