|
დასახელება:
გაყიდვების ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
"სს არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების დეპარტამენტში გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის №28.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიღება/დამუშავება საოფისე პროგრამებში ასახვა;
** გაყიდვების სამსახურის უფროსების/მენეჯერების ასისტირება;
** დოკუმენტბრუნვის მართვა;
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი და მართვა;
** საცალო გაყიდვების მენეჯერების მხარდაჭერა კლიენტების სერვისის ნაწილში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია Excel-თან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენა (B1-B2)
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების ასისტენტი".
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|