|
დასახელება:
სტრატეგიული პარტნიორობისა და არხების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
"სს არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების დეპარტამენტში სტრატეგიული პარტნიორობისა და არხების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის №28.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00
პოზიციის მიზანი
სტრატეგიული პარტნიორობისა და არხების მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის საცალო გაყიდვების არხების განვითარებაზე, ახალი და არსებული პარტნიორული ურთიერთობების მართვაზე და გაყიდვების ზრდაზე სტრატეგიული პარტნიორებისა და ალტერნატიული არხების ეფექტიანი გამოყენების გზით.
ძირითადი მოვალეობები:
** სტრატეგიული პარტნიორების (აგენტები, ბროკერები, პარტნიორი კომპანიები და სხვა არხები) მოძიება, განვითარება და მართვა;
** საცალო გაყიდვების არხების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობა;
** პარტნიორებთან თანამშრომლობის მოდელების, პირობებისა და პროცესების ჩამოყალიბება;
** არსებული პარტნიორული არხების ეფექტიანობის ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივების წარდგენა;
** გაყიდვების მიზნების შესრულების მონიტორინგი პარტნიორული არხების ჭრილში;
** პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებების გაფორმებაში მონაწილეობა;
** შიდა გუნდებთან (გაყიდვები, მარკეტინგი, პროდუქტი, ოპერაციები) კოორდინაცია პარტნიორული პროექტების ფარგლებში;
** ბაზრის, კონკურენტების და არხების ტენდენციების ანალიზი;
** პერიოდული ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის, მენეჯმენტის, ეკონომიკის მართულებით;
** საცალო გაყიდვების ან B2B პარტნიორული მოდელების ცოდნა;
** მოლაპარაკებებისა და პარტნიორული ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების, პარტნიორობის, არხების მართვის ან ბიზნეს განვითარების მიმართულებით;
** ინგლისური ენა (B2).
პიროვნული თვისებები:
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** გუნდური მუშაობის და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტიანი თანამშრომლობის უნარი;
** ცვლილებებთან სწრაფად ადაპტირების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "სტრატეგიული პარტნიორობისა და არხების მენეჯერი".
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|