|
დასახელება:
ხარჯთაღმრიცხველი
|
| მომწოდებელი:
AS Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 27 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
სამშენებლო კომპანია შპს "ას კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო პროექტის მიხედვით მოცულობის დათვლა;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოების და მასალების საბაზრო ფასის დადგენა და განფასების მომზადება;
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა საქართველოში დადგენილი ნორმების მიხედვით;
** მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის შედარება და ანალიზი;
** შესრულებული სამუშაოების მიხედვით ფორმა №2 შედგენა;
** სამშენებლო მასალების ჩამოწერის აქტების შედგენა;
** სატენდერო პაკეტის მომზადება და მიღებული განფასებების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება- სამშენებლო მიმართულება/ ფინანსები;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 5-წლიანი გამოცდილება;
** AUTO CAD/ARCHI CAD/Revit პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** MS Offce პროგრამების ცოდნა, Excel-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@asgeorgia.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
|
|
|
|